საბურთალოს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყდება. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სოფელი დიღმის მოსახლეობასაც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.