საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 18:00 საათიდან აღუდგება 
საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 18:00 საათიდან აღუდგება 

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 14 თებერვალს ღამით, დიდ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩის მე-2 შესახვევთან კომპანიის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში რთულ ტექნიკურ აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ.

„სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – აღდგენილი ქსელი გაირეცხება, ლაბორატორიულად შემოწმდება და წყლით შევსება. წყალმომარაგება საღამოს 18:00 საათზე აღდგება. სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი