საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წულუკიძის, ზემო ვეძისის, ონიაშვილის, ალასანიას, ვაზისუბნის, ლვოვის, ბუდაპეშტის, ყუშიტაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.