„საბურთალოს“ პრეზიდენტი - სუპერთასზე გამოჩნდა, რომ გუნდში კრიზისი დაძლეულია
„საბურთალოს“ პრეზიდენტი - სუპერთასზე გამოჩნდა, რომ გუნდში კრიზისი დაძლეულია
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სუპერთასის მატჩის შემდეგ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ გუნდში ხანმოკლე კრიზისი დაძლეულია.
 
„ორი კვირის წინ „საბურთალო“ პატარა კრიზისის ზღვარზე იყო. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ფაქტი გუნდზე უარყოფითად იმოქმედებდა. საბედნიეროდ, „საბურთალოს“ მისი დაძლევის უნარიც აღმოაჩნდა. სუპერთასის მატჩში იყო ყველაფერი, რაც ფეხბურთს უხდება და ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგა“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„საბურთალოს“ პრეზიდენტის თქმით, წარმატება გუნდში დანერგილი სისტემის შედეგია: „ბევრ გუნდს ზურგს ჩვენზე ბევრად დიდი ტრადიციები, ინფრასტრუქტურა, გულშემატკივართა არმია და ბევრი სხვა უპირატესობა უმაგრებს. ჩვენ კი ნულიდან, სკოლის მინი-სტადიონიდან დავიწყეთ და 2018 წლის შემდეგ, ყოველ წელს ტიტულის მოპოვებას ვახერხებთ, რაც სტაბილურობის ნიშანია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდის სახეს მყარი ფასეულობა და სისტემა ქმნის და არა პიროვნული მომენტები“.
საქართველოს თასის მფლობელმა „საბურთალომ“ „მიხეილ მესხის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქვეყნის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ გიორგი კოხრეიძის გოლით 1:0 დაამარცხა და 16 წლის გუნდი უკვე სამივე პრესტიჟული ქართული ტიტულის – ჩემპიონობის, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელია.
დატოვე კომენტარი