„საბურთალოს“ პრეზიდენტი ახალ მწვრთნელზე - გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელები, რომლებისაც მეიმედება
„საბურთალოს“ პრეზიდენტი ახალ მწვრთნელზე - გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელები, რომლებისაც მეიმედება
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „ლოკომოტივთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ გუნდიდან წავიდა.
 
რაიმე სიახლე ხომ არაა „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ – „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.
„ამ ეტაპზე სამუშაო პროცესში ვართ, არაფერი სიახლე. გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი წლები გავიარეთ. წარმატებები სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, ხელმძღვანელების, ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც კლუბში მუშაობს. მართალია, გიორგი წავიდა “საბურთალოდან”, მაგრამ მას ჩვენი ოჯახის წევრად ვთვლით, ჩვენ კი მის ერთგულ ქომაგად ვრჩებით. ახლა, ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ბევრი გვაქვს სამუშაო, ძველი შეცდომები კი მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ. “საბურთალო” ყოველთვის გამოირჩეოდა მწვრთნელთა კვალიფიციურობით. “საბურთალოში” გაიარეს სამწვრთნელო გზა თემურ შალამბერიძემ, გია ცეცაძემ, გიორგი დევდარიანმა, გიორგი მიქაძემ… აკადემიაში გვყავს ძალიან კარგი მწვრთნელები. ახალგაზრდები, რომლებისაც მეიმედება“ – ამბობს „საბურთალოს“ პრეზიდენტი.