„საბურთალოს“ მწვრთნელი - რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, შესვენებაზე ბევრი რამ მეცოდინება #1TVSPORT
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხვიჩა შუბითიძემ ეროვნულ ლიგაში „თელავთან“ მოგებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.
„თამაშის დებიუტი თელაველებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა, შემდეგ ნელ-ნელა ჩვენი თამაში ვიპოვეთ. მომენტებიც შევქმენით, რომელთა გამოყენება პირველ ნახევარში სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. არადა, შეიძლებოდა საწყის 45 წუთში გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადაგვედგა. მეორე ტაიმში ჯარიმიდან გავიტანეთ, საბოლოოდ კი ორი ბურთით მოვიგეთ. ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა ხვიჩა შუბითიძემ.
„საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის თამაშში არსებულ პრობლემებზეც ილაპარაკა: „თუ რამე შეცდომები გვაქვს, უპირველესად ამის მიზეზები ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და სხვისკენ ხელი არ უნდა გავიშვიროთ. რაც შეეხება გაძლიერებას – ვნახოთ. როდესაც ჩემპიონატში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება, ამ დროისთვის ბევრი რამ მეცოდინება“.