„საბურთალოს“ მწვრთნელი გუნდისგან ტემპს ითხოვს - ევროტურნირებზეც ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია #1TVSPORT
„საბურთალოს“ მწვრთნელი გუნდისგან ტემპს ითხოვს - ევროტურნირებზეც ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია #1TVSPORT

თემურ შალამბერიძემ „საბურთალო“ მთავარი მწვრთნელის რანგში მესამედ ჩაიბარა – ამჯერად პოსტზე თბილისის „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში დაბრუნდა, რომელიც მისი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით (5:1) დასრულდა.

შალამბერიძემ დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს და წინამორბედს, ლაშა ნოზაძეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, რომლებმაც „ლოკომოტივთან“ ბოლომდე იბრძოლეს და თამაში მაღალ დონეზე ჩაატარეს. მადლობა ლაშა ნოზაძეს, რომელმაც კარგი გუნდი დატოვა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს – მიუხედავად გაშვებული გოლისა, მთლიანად თამაშს ვაკონტროლებდით და დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ“, – განაცხადა თემურ შალამბერიძემ.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის აზრით, ამჟამად დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები შეიკრიბნენ და ხაზი გაუსვა, რომ გუნდისგან სწრაფ ფეხბურთს ითხოვს.

„სწრაფი, აგრესიული და შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, ისეთი, როგორიც „საბურთალოს” სტილია. გვყავს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები, ევროტურნირებზეც აჩვენა გუნდმა, რომ შეუძლია სწრაფი ფეხბურთის თამაში. ვეცდებით მომავალში მოვუმატოთ და წარმატებული ასპარეზობა განვაგრძოთ. ფსიქოლოგიურად, ძალიან საჭირო სამი ქულა იყო,“ – ამბობს შალამბერიძე.