„საბურთალოს“ მწვრთნელი - დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ, „აპოლონს“ ბრძოლას გავუმართავთ
„საბურთალოს“ მწვრთნელი - დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ, „აპოლონს“ ბრძოლას გავუმართავთ

ნიქოზიას სტადიონზე გაიმართლა „საბურთალოს“ მწვრთნელის, თემურ შალაბერიძის პრესკონფერენცია, რომელმაც ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლონთან” შეხვედრაზე ილაპარაკა.

„მადლობა კვიპროსელებს სტუმართმოყვარეობისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ. „აპოლონი“ ძლიერი გუნდია, რომელიც ევროპალიგის ჯგუფურ ტურნირზეც იყო წარმოდგენილი. მისი თამაში შევისწავლეთ, განსაკუთრებით, დაბოს და ბენსონპს გამოვარჩევთ. ისინი მოწინააღმდეგის დაცვისთვის საშიში მოთამაშეები არიან. ნახევარდაცვაც ასევე ძლიერია. თუმცა ჩვენი გუნდის პოტენციალის მჯერა,” – ამბობს თემურ შალამბერიძე.

„საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდზეც ილაპარაკა:

„ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, რომელიც ცდილობს საკუთარი სტილი დაამკვიდროს და ყოველთვის შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ამ კურსის გადახვევას არ ვაპირებთ, თუმცა ვნახოთ, როგორი თამაში გამოვა. როგორ ვითამაშობთ, ეს „აპოლონზეც“ იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მეიმედება, რომ მეტოქეს ბრძოლას გავუმართავთ“.

შალაბერიძეს ჰკითხეს, ისაუბრა თუ არა კვიპროსში მცხოვრებ ქართველებთან და თემურ ქეცბაიასთან.

„რა თქმა უნდა. მათ გვითხრეს, რომ „აპოლონი“ კარგი გუნდია, რომელიც ბოლო დროს კიდევ უფრო ძლიერდება. თუმცა მეტოქე შევისწავლეთ არა სიტყვიერი გადმოცემით, არამედ, თანამედროვე საშუალებებით და ინტერნეტით მოპოვებული ტექნოლოგიებით,” – განაცხადა „საბურთალოს“ მწვრთნელმა.

„საბურთალოს” ცენტრალური მცველი დაჩი ცნობილაძე ჰყავს ტრავმირებული. შლამბერიძემ კომენტარი ამაზეც გააკეთა:

„სხვა ცენტრალური მცველები ჯანმრთელად არიან. კიდევ რამდენიმე ტრავმირებული გვყავს, თუმცა ისინი ვინც მოედანზე გავლენ, ბოლომდე იბრძოლებენ და წარმატების მისაღწევად, მაქსიმუმს გაიღებენ“.

აპოლონისა“ და „საბურთალოს” მატჩი 27 აგვისტოს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიას სტადიონ ჯი ეს პი-ზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.