„საბურთალოს“ მწვრთნელი - „აპოლონს“ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლია
„საბურთალოს“ მწვრთნელი - „აპოლონს“ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლია

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „აპოლონთან“ წაგებისა და გათამაშებიდან მისი გუნდის გამოვარდნის გამო იმედგაცრუება არ დამალა.

თბილისის გუნდს „აპოლონმა“ შანსი არ დაუტოვა, ანგარიშით 5:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შალამბერიძის განცხადებით, უარყოფითი გავლენა მის გუნდზე მესამე წუთზე გაშვებულმა სწრაფმა გოლმა მოახდინა.

„ჩვენზე დიდი გავლენა პირველმა გოლმა იქონია. მერე ბევრი შეცდომა დავუშვით. ხუთი გოლიდან სამი ჩვენი უხეში შეცდომის შედეგად გავიდა. რა თქმა უნდა, მატჩის მსვლელობისას გვქონდა შანსები, მაგრამ გოლის დროულად გატანა ვერ მოვახერხეთ. ჩვენს შეცდომებს გავაანალიზებთ და შევეცდებით, რომ მომავალში უკეთ ვითამაშოთ. რაც შეეხება „აპოლონს“ – მას ძალიან ძლიერი თავდასხმის ხაზი ჰყავს, დაცვაში გუნდს უფრო მეტი პრობლემები გააჩნია, მაგრამ მჯერა, რომ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლია”, – ამბობს თემურ შალამბერიძე.