„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - სტარტზე ლიდერებს მოგება უჭირთ
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - სტარტზე ლიდერებს მოგება უჭირთ
„საბურთალომ“ ტრადიცია არ დაარღვია და სეზონი გამარჯვებით დაიწყო. თუმცა, თემურ შალამბერიძის გუნდს საჩხერის „ჩიხურამ“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და თბილისელებმა მინიმალური ანგარიშით 2:1 მოიგეს.
 
„მეტოქე გამოცდილი გუნდი გვყავდა და სამი ქულის მოპოვება გაგვიჭირდა. თუმცა, კარგია, რომ დღევანდელი მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ. წლეულსაც დიდი მიზნები გვაქვს და სასურველი შედეგის მოპოვებას ვეცდებით. წინ რთული და დაძაბული სეზონი გველის“ – ამბობს „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გაბედავა.
„ჩემპიონატის სტარტზე მოგება განსაკუთრებით ისეთი კლუბებს უჭირთ, რომლებიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. თავიდან ვაგებდით, მაგრამ საბოლოოდ შევძელით სამი ქულის მოპოვება. ძალიან ბევრი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და შესაძლოა დავსჯილიყავით. თუმცა, საბოლოოოდ ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდა. ვულოცავ ამ გამარჯვებას ჩვენს გუნდსა და გულშემატკივრებს“ – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე.
საჩხერის „ჩიხურასთან“ შეხვედრაში „საბურთალოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან კაკუბავა დაშავდა. „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებაც ილაპარაკა: „სამწუხაროდ, ლევან კაკუბავა დაგვიშავდა, მაგრამ ჯერ მის ტრავმაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს. ექიმები გამოკვლევას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ტრავმა რამდენად სერიოზულია“.