„საბურთალოს“ ფიზმომზადებას სერბი მიხედავს
„საბურთალოს“ ფიზმომზადებას სერბი მიხედავს

სერბი ფიზმომზადების მწვრთნელი, მილოვან მატიასევიჩი „საბურთალოში“ იმუშავებს. იგი უკვე შეუერთდა თბილისურ კლუბს და სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთო – ინფორმაციას „საბურთალოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მატიასევიჩი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია. მან საქმიანობა სამშობლოში, უმაღლესლიგელ ლუჩანისმლადოსტის“ აკადემიის დირექტორად დაიწყო. 3 წლის განმავლობაში ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ.

მისთვის ქართული ფეხბურთია უცხო არაა. 2011-2017 წლებში თანამშრომლობდა რუსთავის „მეტალურგთან“, გორის „დილასთან“, ქუთაისის „ტორპედოსთან“, მუშაობდა საქართველოს U19 ნაკრებში.

მილოვან მატიასევიჩი ფლობს „ა“ კატეგორიის ლიცენზიას, სფფ-ში ლექციებს „ბ“ ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელებს უკითხავდა.