„საბურთალოს“ ფეხბურთელი კენიის ახალგაზრდულში მიიწვიეს
„საბურთალოს“ ფეხბურთელი კენიის ახალგაზრდულში მიიწვიეს

ელვინ ლუჰეინ ტერა კენიის ოლიმპიურ (23-წლამდე) ნაკრებში მიიწვიეს. „საბურთალოს“ ფეხბურთელს 20 მარტს სუდანის 23-წლამდე ნაკრებთან თამაში ელის.

ტერამ ნაკრებში ბოლოს 2018 წლის 18 ნოემბერს მავრიტანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

„საბურთალოს“ ფეხბურთელი 22 წლისაა, ქართულ კლუბში კი 2015 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდში მისი მაისურით 67 შეხვედრა ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.