„საბურთალომ“ სუპერთასის მოპოვებისთვის ფულადი პრემია მიიღო
„საბურთალომ“ სუპერთასის მოპოვებისთვის ფულადი პრემია მიიღო

„საბურთალომ“ 2020 წლის პირველი ქართული ტიტული მოიპოვა. საქართველოს თასის მფლობელმა გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე ქვეყნის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ გიორგი კოხრეიძის გოლით 1:0 დაამარცხა და საპატიო ტიტულს პირველად დაეუფლა.

სუპერთასის მატჩის დასრულების შემდედ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს კუთვნილი თასი და 50 000 ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული სუპერთასის მატჩით საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი დაიწყო.

29 თებერვალს კი, „დინამოსა” და „თელავის” მატჩით ეროვნული ლიგა განახლდება. მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.