„საბურთალომ“ შეკრება მოგებით დაასრულა
„საბურთალომ“ შეკრება მოგებით დაასრულა

„საბურთალომ“ ესპანურ შეკრებაზე დასკვნითი სპარინგ-მატჩი სეგუნდა „ბ“-ს ლიდერ „ალკოიანოსთან“ გამართა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. საბურთალოელთაგან გოლები გიორგი კოხრეიძემ, გაგი მარგველაშვილმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს.

სასტარტო შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე, გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ოლექსანდრ ბელიაევი, ჟეროენ ლუმუ, გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა.

შეცვლაზე შევიდნენ: დავით კუპატაძე (თორნიკე მეგრელიშვილი), თედორე გრიგალაშვილი, იულიუს ბლიკი, ჟარდელ ნაზარე, ანრი ჭიჭინაძე, ლევან მაჭარაშვილი, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია, ბექა ქავთარაძე.

ამ შეხვედრაში „საბურთალო” მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში თემურ შალამბერიძემ გაიყვანა. 51 წლის სპეციალისტი გია ცეცაძის სამწვრთნელო სტაფის წევერი და მისი ასისტენტი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გაცხადებიდან დღეს ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს მთავარ მწვრთნელად დანიშნულ გიორგი ცეცაძესთან „საბურთალომ“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.