„საბურთალომ“ სამწვრთნელო ცვლილება დაადასტურა - შალამბერიძეს კორღალიძე შეცვლის
„საბურთალომ“ სამწვრთნელო ცვლილება დაადასტურა - შალამბერიძეს კორღალიძე შეცვლის

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაადასტურა, რომ გუნდის სამწვრთნელო სტაფში ცვლილება მოხდა – თემურ შალამბერიძეს ლევან კორღალიძე შეცვლის.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თემურ შალამბერიძემ საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. თემურ შალამბერიძემ გუნდთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისში, სუპერთასი მოიპოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის თემურს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს! „საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გახდა. ლევანი ბოლოს თბილისის „ლოკომოტივს” წვრთნიდა, იქამდე კი საბურთალოს ასაკობრივ გუნდში წარმატებით მუშაობდა“, – წერია „საბურთალოს” ვებგვერდზე.

ლევან კორღალიძე გუნდს პირველად 21 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში გაუძღვება – საქართველოს თასის მერვედფინალურში „საბურთალო” მიხეილ მესხის სტადიონზე, 15:30 საათზე „დინამო თბილისს” დაუპირისპირდება.