”საბურთალომ” გოშაძის წასვლა დაადასტურა
”საბურთალომ” გოშაძის წასვლა დაადასტურა

საბურთალომ” დაადასტურა, რომ ოთო გოშაძე 2018 წელს თბილისის “დინამოში” ითამაშებს. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია – ”საბურთალოს” აკადემიის გაზრდილი ”დინამოში”ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

გოშაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ამჟამად კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მას ქართული რეკორდი ეკუთვნის – საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კარს სამი შესარჩევი ციკლის განმავლობაში,16 წლიდან მოყოლებული იცავდა და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება.

2015 წელს გოშაძე შოთა არველაძემ თურქულ ”ქასიმფაშაში” წაიყვანა. ”საბურთალოს” შარშან დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმის გამო გასულ სეზონში დიდი დრო გაუცდა და როდესაც მომჯობინდა, თამაშები არ უწევდა.

ამავე დროს, ”საბურთალომ” თავისი აკადემიის გაზრდილი მეკარე ბექა ქურდაძე დაიბრუნა – 21წლის კიპერმა გასული სეზონი იჯარით “ლოკომოტივში” ჩაატარა, მაგრამ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და 2018 წლიდან ისევ “საბურთალოში” ითამაშებს.