„საბურთალომ" ევროთამაშებამდე გაბედავა დაიმატა - 2018 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა
„საბურთალომ" ევროთამაშებამდე გაბედავა დაიმატა - 2018 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე „საბურთალო” საგრძნობლად გაძლიერდა – გუნდში გიორგი გაბედავა ითამაშებს. გასული სეზონის გამორჩეულმა მოთამაშემ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა.

29 წლის თავდამსხმელი 2018 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი, ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. გიორგი ბოლოს პოლონურ ექსტრაკლასას სოსნოვეცისზაგლებიეში” თამაშობდა. თბილისური კლუბის ახალწვეულს 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული, 275 ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 82 გოლი გაიტანა.

გიორგი გაბედავას უახლოეს მატჩებში თბილისურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, თუმცა, დღეს ბოლნისის „სიონთან” შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა.