„საბურთალომ“ დამაჯერებლად მოიგო - „სამგურალი“ სამეულს ვერ დაეწია #1TVSPORT
„საბურთალომ“ დამაჯერებლად მოიგო - „სამგურალი“ სამეულს ვერ დაეწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის მორიგი მატჩი გორში გაიმართა – „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა დადამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში „საბურთალომ“ სწრაფად გახსნა – მე-4 წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილი ბურთით საჯარიმოსკენ დაიძრა, მცველი იოლად ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში ულამაზესი დარტყმით თბილისელები დააწინაურა 1:0.

წყალტუბოს გუნდმა მთელი ძალით შეუტია და ანგარიშის გათანაბრება 25-ე წუთზე მოახერხა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საბურთალოელებმა ვერ მოიგერიეს, ჯეფერსონ ჯერალდომ კი უძლიერესი და ეფექტური დარტყმით მასპინძელთა კარი აიღო და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში უფრო მეტი მწვავე მომენტი „საბურთალომ“ შექმნა, ორჯერ შეეძლო კარის აღება ირაკლი სიხარულიძეს. სტუმრებიდან სახიფათოდ დაარტყა ნიკა კალანდარიშვილმა, მაგრამ შემტევებს არ უმართლებდათ. თუმცა, „საბურთალოს“ შეტევებმა შედეგი გამოიღო. 85-ე წუთზე სტუმრებს ბენედიკ მიოჩმა გაუტანა, ხოლო ერთ წუთში საბოლოო ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ დააფიქსირა – 3:1 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

თბილისელებმა 29 ქულა დააგროვეს და ისევ მე-5 ადგილზე დარჩნენ, მაგრამ „სამგურალთან“ (33) ჩამორჩენა შეამცირეს, რომელმაც თავის მხრივ მესამეადგილოსანი გორის „დილას“ (34) გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა.