„საბურთალო“ შვედურ გუნდს დაუზავდა

23:57, 08.02.2019

თურქეთში „საბურთალომ“ მეორე შეკრება დაიწყო და ამხანაგური მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონი შვედეთის უმაღლეს ლიგაში გადასულ „ესკილსტუნას“ შეხვდა და 1:1 ითამაშა.

ანგარიში პირველ ნახევარში თბილისელებმა გახსნეს – თავი შეტევაში ჩართულმა მცველმა ნიკოლოზ მალიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში შვედებმა ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონს დაწინაურების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ გიორგი კოხრეიძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, საბოლოოდ ფრე – 1:1.

საბურთალო (I ტაიმი): მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, გი, ვაგნერი, შინდაგორიძე, დვალიშვილი.

საბურთალო (II ტაიმი): მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, კაკუბავა, ცნობილაძე, თევზაძე, ტერა, დიასამიძე, გვარაძე, კოხრეიძე, გოშთელიანი, როლოვიჩი.

მორიგ საკონტროლო შეხვედრას „საბურთალოელები“ 12 თებერვალს ბოსნიის „სარაევოსთან“ გამართავენ.

https://www.facebook.com/fc.saburtalotb/videos/425650338204333/

მსგავსი