„საბურთალო“ შაქარაშვილს დაემშვიდობა - „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“ (ვიდეო)
„საბურთალო“ შაქარაშვილს დაემშვიდობა - „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“ (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის თამაშების კოლაჟია.

„ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ, დაკარგა ფეხბურთმა, დაკარგა ქვეყანამ! მუდამ ჩვენს გულებში იქნები, შაქარ!“ – წერია „საბურთალოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ წყალში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილს „საბურთალოსთან“ კონტრაქტი აკავშირებდა. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა, ამაში გიორგი შაქარაშვილის თამაშების ვიდეოკოლაჟის ყურებით დარწმუნდებით.