საბურთალო საქართველოს ჩემპიონია | ეროვნული ლიგა [ვიდეო]
საბურთალო საქართველოს ჩემპიონია | ეროვნული ლიგა [ვიდეო]

„ეროვნული ლიგის“ 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს გათამაშების ორი ლიდერი – „საბურთალო“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვების შემთხვევაში „საბურთალო“ მეტოქეთათვის მიუწვდომელი ხდებოდა და ჩემპიონობას ნაადრევად ინაღდებდა.

მთავარი მოვლენები პირველ 25 წუთში განვითარდა. ანგარიში მე-14 წუთზე დინამოელთა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გახსნა.

საბურთალომ“ ანგარიში ექვს წუთში, გიორგი კოხრეიძის პენალტით გაათანაბრა. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ – 24-ე წუთზე გოლი გურამ გოშთელიანის პასით ვაგერ გონსალვეშმა გაიტანა.

მეორე ტაიმში მატჩს სანახაობრიობა მოაკლდა. „საბურთალო“ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა და კონტრ-შეტევებზე გადასვლას ცდილობდა, „დინამოს“ კი წინ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. ბოლო წამებზე ანგარიშში სხვაობის გაზრდის შანსი ვოლკოვს ჰქონდა, მაგრამ მან ას პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა.

საბოლოო ანგარიში 2-1 და „საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონია.