„ტრანსფერმარკტი“ ამტკიცებს, რომ 25 წლის რუმინელმა ფეხბურთელმა, რომელიც 2014 წელს სერია A-ს „ატალანტაში“ ირიცხებოდა, საქართველოს ჩემპიონთან კონტრაქტი გააფორმა.
გერმანული ინტერნეტ-სააგენტოს ცნობას „საბურთალოში“ ჯერ არ ადასტურებენ. კონტსანტინ ნიცას ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია. თუმცა, პირველ არხს კლუბში განუცხადეს, რომ რუმინელ მცველთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და ის გუნდს უცხოურ შეკრებაზე შეუერთდება.
გარდა რუმინელი ფეხბურთელისა, „საბურთალო“ შეკრებაზე კიდევ 4-5 ლეგიონერს და პლუს, ქართველ მოთამაშეებსაც ელის. ახალწვეულების წარდგენას კი საქართველოს ჩემპიონი შეკრების შემდეგ გეგმავს.