„საბურთალო" პირველი წრის ჩემპიონია
„საბურთალო" პირველი წრის ჩემპიონია

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი წრე დასრულდა, რომლის შედეგადაც გათამაშების ლიდერი “საბურთალოა“.

საბურთალომ” საკუთარ მოედანზე “სამტრედიას” უმასპინძლა და გეგა დიასამიძის გოლით 1:0 დაამარცხა.

დღეს კი თბილისის “დინამომ” გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილასთან” ითამაშა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ანგარიში 24–ე წუთზე გაიხსნა. ოთარ კიტეიშვილის გადაცემით ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მე–6 გოლი გაიტანა. გიორგი დარასელიას გუნდმა ანგარიში 33–ე წუთზე გაათანაბრა. “დინამოს” კარი ლევან ნონიკაშვილმა აიღო 1:1.

75–ე წუთზე გორის “დილა” 10 მოთამაშით დარჩა. სამ წუთში მთავარმა არბიტრმა ლუკა რაზმაძე ორჯერ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა. საინტერესოა, რომ ინციდენტი ფეხბურთელებს შორისაც მოხდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა გორელთა თავდამსხმელს, მიკოლა კოვტალიუკსა და „დინამოს” მცველ ლაშა თოთაძეს ყვითელი ბარათები უჩვენა. ეს თბილისელი ფეხბურთელისთვის მეორე ყვითელი გამოდგა და ის შეხვედრას გამოტოვებს.

ასევე ფრედ დასრულდა ფოთის “კოლხეთი 1913”-სა და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვერდა 1:1.

შედეგად, “საბურთალომ” 21 ქულა დააგროვა და პირველი წრის გამარჯვებულია, ხოლო “დინამო” მას ორი ქულით ჩამორჩა.

მე-9 ტურის მატჩები ასე დასრულდა:

“დილა” 1:1 “დინამო”
“რუსთავი” 1:0 “ლოკომოტივი”
“კოლხეთი 1913” 1:1 “ტორპედო”
“საბურთალო” 1:0 “სამტრედია”
“სიონი” 0:2 “ჩიხურა”