რამდენიმე წუთის წინ, „საბურთალო“ მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც 10 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
გასვლით შეხვედრაში „საბურთალოს“ ლეგიონერები, ელვინ ტერა და ინტერს გი ვერ დაეხმარებიან, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. გუნდს ვერც ლევან ყენია დაეხმარება, რადგან ლუქსემბურგის „დუდელანჟმა“ მისი გათავისუფლების ფურცელი დროულად ვერ გამოგზავნა. დანარჩენი ფეხბურთელები კი მწყობრში არიან და „შერიფთან“ სათამაშოდ ემზადებიან.
„საბურთალო“ მოლდოვაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა.
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი
მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვესი, გიორგი კოხრეიძე
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა,ოგნიენ როლოვიჩი,გიორგი გულიაშვილი