"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს
"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს

უეფამ “საბურთალოს” მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისური კლუბი ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის განმეორებით შეხვედრას სერბეთის “ბროდარაცს” მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს.

“საბურთალომ” ტურნირამდე უეფაში განაცხადში საშინაო არენად დავით პეტრიაშვილის სახელობის არენა მიუთითა და თურქული “ბურსასპორს” პირველ ეტაპზე სწორედ იქ უმასპინძლა. მაგრამ სერბულ კლუბთან არენის შეცვლას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საგანგებო ნებართვა დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთში “საბურთალომ” “ბროდარაცთან” პირველი მატჩი 1:1 დაასრულა. განმეორებითი შეხვედრა 22 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

სერბეთის “ბროდარაცი” თბილისში 20 ნოემბერს ჩამოვა და თბილისში დაბინავდება.