საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კიდევ ორი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობა საბერძნეთში შტორმმა „დანიელმა“ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს 5 სექტმებერს დაატყდა თავს. მსგავსი სიძლიერის სტიქია საბერძნეთში 1930-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. სტიქიის შედეგად დანგრეულია სახლები, სკოლები, ჩახერგილია გზები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეები დატბორილი რაიონებიდან ნავებით გამოჰყვათ. ამ ეტაპზე ევაკუირებულია 4 250 ადამიანი.

სტიქიის ზონა 10 სექტემბერს კიდევ ერთხელ მოინახულა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მთავრობა დაზარალებულ მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ამასთან, „ევროაქტივის“ ცნობით, წინასწარი მონაცემებით წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანი 2,5 მილიარდ ევროს აღწევს.

საბერძნეთის მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურუსულა ფონ დერ ლაიენს, რათა უზრუნველყოს, რომ საბერძნეთი ევროკავშირისგან სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო დაფინანსებას დროულად მიიღებს.