საბერძნეთში ვირუსის ახალი შემთხვევების 79 პროცენტი დელტა ვარიანტია
საბერძნეთში ვირუსის ახალი შემთხვევების 79 პროცენტი დელტა ვარიანტია

საბერძნეთში ვირუსის ახალი შემთხვევების 79 პროცენტი დელტა ვარიანტია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელის, ხარლამბოს გოგოსის თქმით, უახლოეს რამდენიმე დღეში ეს პროცენტული მაჩვენებელი 90-მადე გაიზარდება და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე საბერძნეთში ვარაუდობდნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 3605 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის მოსახლეობის 65% ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. 61,1% კი სრულად არის ვაქცინირებული.