საბერძნეთში უხვი ნალექის შედეგად ათენისა და სალონიკის ქუჩები დაიტბორა
საბერძნეთში უხვი ნალექის შედეგად ათენისა და სალონიკის ქუჩები დაიტბორა

საბერძნეთში უხვი ნალექის შედეგად ათენისა და სალონიკის ქუჩები დაიტბორა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეების ათობით ზარი მიიღეს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.

ათენის შემოგარენში დაიტბორა სკოლა. დროებით ჩახერგილი იყო რამდენიმე ავტომაგისტრალი.

სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ.

სტიქიის გამო, ათენის ბევრ რაიონს შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ხარვეზები იყო მობილურ სატელეფონო კავშირშიც.

შტორმის გამო, ატიკაში სკოლების უმრავლესობა დახურული იქნება.