საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო, საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს
საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო, საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელი პირები გაათავისუფლა. პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებს ამ უწყების უფროსის მოადგილეები დაიკავებენ.

შესაბამის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის გადადგომაც.

საბერძნეთის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებენ ტყის ხანძრების დროს არასათანადო რეაგირებისთვის, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქალაქ მატიში ხანძარს 91 მოქალაქე ემსხვერპლა.

თავდაპირველად მთავრობა ამტკიცებდა, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, ხოლო დიდი მსხვერპლი ქალაქ მატიში უკანონოდ აშენებულ სახლებს უკავშირდება, რომელთა გამოც მოქალაქეები ხანძრის რკალში აღმოჩნდნენ. თუმცა გასულ კვირას გამოძიებამ საგანგებო სიტუაციების სამსახურების მიერ დაშვებული შეცდომები გამოავლინა.

დატოვე კომენტარი