საბერძნეთში ტყის ხანძარი უძველეს ქალაქ მიკენეს მიუახლოვდა
საბერძნეთში ტყის ხანძარი უძველეს ქალაქ მიკენეს მიუახლოვდა

საბერძნეთში ტყის ხანძარი უძველეს ქალაქ მიკენეს მიუახლოვდა. სტიქიის გამო, ისტორიული ქალაქ-მუზეუმიდან ვიზიტორების ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ავიაციაა ჩართული. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები აცახდებენ, რომ ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლი ისტორიული ქალაქის ნანგრევებს საფრთხეს აღარ უქმნის.

ათენიდან სამხრეთ-დასავლეთით 90 კმ-ში მდებარე მიკენეს ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. მიკენე ძვ. წ. II ათასწლეულში ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.