საბერძნეთში სკოლები, სასამართლოები და რესტორნები 7 იანვრამდე არ გაიხსნება
საბერძნეთში სკოლები, სასამართლოები და რესტორნები 7 იანვრამდე არ გაიხსნება

საბერძნეთში სკოლები, სასამართლოები და რესტორნები 7 იანვრამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის მთავრობის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტელიოს პეცას განცხადებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ დიდი დატვირთვის ქვეშაა და შეზღუდვების ნაწილი მომდევნო თვემდე არ უნდა მოიხსნას. მათ შორისაა, რეგიონებს შორის გადაადგილება და კომენდანტის საათი.

მთავრობის სპიკერის თქმით, სეზონური მაღაზიები, სადაც მხოლოდ საშობაო ნივთები იყიდება, ორშაბათიდან რამდენიმე დღით გაიხსნება. მოსალოდნელია, რომ ახალი წლის პერიოდში სავარჯიშო დარბაზები და სათხილამურო ობიექტები კვლავ დახურული დარჩება. კვირის დასასრულს, მთავრობა შემდგომ გადაწყვეტილებებს ეკლესიებთან, სალონებთან და საცალო ვაჭრობის სექტორთან დაკავშირებით მიიღებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 115 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.