საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ივნისის ბოლოს გაიმართება
Σύσκεψη των πολιτικών αρχηγών στο Προεδρικό Μέγαρο υπό την Πρόεδρο της Δημοκρατίας Κατερίνα Σακελλαροπούλου, Τετάρτη 24 Μαΐου 2023. Η Πρόεδρος της Δημοκρατίας, μετά την κατάθεση των τριών διερευνητικών εντολών σχηματισμού κυβέρνησης, κάλεσε τους αρχηγούς των κομμάτων της Βουλής που προέκυψε από τις εκλογές της 21ης Μαΐου σε σύσκεψη στο Προεδρικό Μέγαρο σύμφωνα με το άρθρο 37 παρ. 3 εδάφιο γ' του Συντάγματος. (ΓΙΩΡΓΟΣ ΚΟΝΤΑΡΙΝΗΣ/EUROKINISSI)
საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ივნისის ბოლოს გაიმართება, – ამის შესახებ ბერძული მედია წერს.
საბერძნეთის წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვედრა ჰქონდათ ქვეყნის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულოსთან, სადაც შეთანხმდნენ ვადამდელი არჩევნების ივნისის ბოლოს ჩატარებაზე და უარი თქვეს მთავრობის ფორმირებაზე.
საბერძნეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერების შეხვედრა პრეზიდენტთან დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც საკელაროპულომ განაცხადა: „პოლიტიკურმა ძალებმა დაადასტურეს, რომ მთავრობის ფორმირება, რომელსაც პარლამენტის ნდობა ექნება, შეუძლებელია“.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების მეორე ტური 25 ივნისს ჩატარდეს.
შეგახსენებთ, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატია“ მიიღო ხმების 40.8%, ხოლო ოპოზიციურმა პარტია „სირიზამ“ ხმების – 20,1%. შესაბამისად, პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა.