საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 4 მაისამდე გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ ზომების შერბილება ეტაპობრივად მაისსა და ივნისში მოხდება.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა, რის შედეგადაც აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრა და საშვის გარეშე გადაადგილება. ამ შეზღუდვების ფონზე საბერძნეთში ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, „კოვიდ-19“-ის ბევრად ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება.
როგორც მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეტსასმა განაცხადა, მთავრობის მთავარი მიზანია, მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, რომელიც საბერძნეთის მოსახლოებას „უხილავმა მტერმა“ წაართვა.