საბერძნეთში ქურდობისა და მოპარული ნივთების ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში ქურდობისა და მოპარული ნივთების ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომელთაც ქურდობასა და მოპარული ნივთებით ვაჭრობაში დასდეს ბრალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ქალია. გამოძიების ცნობით, მათ 15 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

ბერძნული მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ რეტმინონში მოხდა. პოლიციის ცნობით, 38 წლის ქართველი მამაკაცი 25 მაისიდან 23 ივნისამდე პერიოდში ჩადენილ 11 ქურდობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მამაკაცი მოპარულ ნივთებს ასევე ქართველ თანამზრახველს გადასცემდა.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ამოიღო. მათი ნაწილი მეპატრონეს დაუბრუნეს.

დატოვე კომენტარი