საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს
საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ სახლების ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ 10 თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდში ქალაქ ვოლოსში სულ მცირე, ოთხი სახლი გაქურდეს. პოლიციამ 24, 35 და 39 წლის ქართველი მამაკაცები დააკავა.

გამოძიების ცნობით, ისინი სახლებიდან ფულს, ძვირფას ნივთებს და მობილურ ტელეფონებს იპარავდნენ. მოპარული ნივთების ღირებულება სულ 4 400 ევროს შეადგენს.

დაკავების დროს ეჭვმიტანილებს თან აღმოაჩნდათ რამდენიმე მოპარული ნივთი, რომლებიც პატრონს დაუბრუნეს. სამართალდამცავებმა ასევე აღმოაჩინეს მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ, ისინი  დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ, ასევე, სახლის კარის გასატეხად საჭირო ინსტრუმენტები და სამი მობილური ტელეფონი.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულს ათენის პოლიცია ეძებდა. მას ბინის ძარცვაში მონაწილეობაში ედებოდა ბრალი.

სამივე დაკავებული ქალაქ ვოლოსის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.