საბერძნეთში მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს
საბერძნეთში მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს

საბერძნეთში მორიგი მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობაზე უარი ამჯერად სატრანსპორტო საშუალებების თანამშრომლებმა თქვეს. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

პროფესიული კავშირები მთავრობის ახალი შრომის კანონის წინააღმდეგ გამოდიან.

მათი მტკიცებით, კანონპროექტი გაფიცვის მოწყობას ზღუდავს. მასშტაბურ გაფიცვაში ასევე მონაწილეობას იღებენ საავადმყოფოების, ბანკებისა და სკოლების თანამშრომლები.