საბერძნეთში, ლტოლვილთა ცენტრში შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში ლტოლვილთა ცენტრში შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Ekathimerini ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ სალონიკის მახლობლად მდებარე ლანგადიკას ლტოლვილთა ცენტრში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. არეულობის გამო, დაკავებულია ოთხი ადამიანი – ორი სირიელი, ლიბიელი და პალესტინელი.
ჯერ უცნობია, =რის გამო დაიწყო დაპირისპირება ლტოლვილთა ცენტრში.