საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

საბერძნეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ექვსი ადამაინი დაიღუპა, რაც თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კასტორიას რეგიონი მაღალი რისკის ზონად გამაოცხადდა, სადაც 23 ოქტომბრიდან შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის კომენდანტის საათიც.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 27 334 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 534 ადამიანი.

დატოვე კომენტარი