საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 3 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 3 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 87 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 847 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 320 629 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 627 ადამიანი.