საბერძნეთში კორონავირუსის 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საბერძნეთში კორონავირუსის 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთში კოვიდინფიცირებულთა რეკორდული ოდენობა, 667 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 26 469 ადამიანს დაუსვეს.

გასულ 24 საათში ვირუსს რვა ადამიანი ემსხვერპლა, სულ კი ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი 528-ს აღწევს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 87 პაციენტი მკურნალობს.