საბერძნეთში კორონავირუსის 1 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საბერძნეთში კორონავირუსის 1 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 98 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში გასულ დღეებთან შედარებით ვირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში ვირუსის 104 227 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 321 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები გადატვირთულია. ქალაქ სალონიკში პაციენტები კერძო კლინიკებში არიან გადაყვანილები.