საბერძნეთში კარანტინის პერიოდი შემცირდება
საბერძნეთში კარანტინის პერიოდი შემცირდება

საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, 18 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქვეყანაში შესულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა სამი დღის განმავლობაში მოუწევთ. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკლესიები შობის დღესასწაულისთვის ისევ გაიხსნება, თუმცა 13 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კომენდანტის საათი იქნება ძალაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 121 253 შემთხვევა, მათ შორის 3 370 პაციენტი გარდაიცვალა.