საბერძნეთში დასვენებისას, ჰალანდმა რესტორანში ნახევარი მილიონი ევრო დახარჯა #1TVSPORT
საბერძნეთში დასვენებისას, ჰალანდმა რესტორანში ნახევარი მილიონი ევრო დახარჯა #1TVSPORT

ბერძნულმა პრესამ „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის დანახარჯების შესახებ შეიტყო კუნძულ მიკონოსზე დასვენების დროს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sportime იტყობინება, ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში, სადაც ჰალანდმა და მისმა მეგობრებმა ისადილეს, ნორვეგიელმა 500 ათასი ევრო დახარჯა.

კერძების გარდა, ჰალანდმა შეუკვეთა ოთხი ბოთლი შამპანური Cristal Vintage (თითო ბოთლის ფასი 70 ათასი). გარდა ამისა, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ჩაიზე 30 ათასი ევრო დატოვა.

2020-21 წლების სეზონში 20 წლის ჰალანდმა 41 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 41 გოლი გაიტანა.