საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 197 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 ადამიანი
საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 197 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 ადამიანი

საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 3 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 52 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 367 076 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 11 141 ადამიანი.