საბერძნეთში ავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებს საჭესთან მოწევისთვის დააჯარიმებენ
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტობუსის, ტაქსისა და სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლები სამუშაოს შესრულების დროს თამბაქოს მოწევის გამო დაჯარიმდებიან. ჯარიმის რაოდენობა 1500 ევროა. გარდა ამისა, მათ ერთი თვით ლიცენზიას ჩამოართმევენ. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.
საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აპირებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეში სრულად აიკრძალოს თამბაქოს მოწევა.