საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 400 კილომეტრის დაშორებით ელასონასთან დაფიქსირდა.

მიწისძვრას რამდენიმე შედარებით მსუბუქი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოსა და მონტენეგროში.

დატოვე კომენტარი