საბერძნეთში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

09:52, 17.02.2021

საბერძნეთში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 03:36 წუთზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პატრიდან სამხრეთ-დასავლეთით 33 კილომეტრის მოშორებით , 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი