საბერძნეთში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

17:17, 30.01.2020

საბერძნეთში, როდოსის კუნძულთან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი