საბერძნეთს ვეღარ მოვუგეთ - საქართველოს ნაკრები წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან დამარცხდა
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდმა მორიგი შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან გამართა.
რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ბერძნების გამარჯვებით, ანგარიშით – 17:10 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს გუნდს ამ შედეგით კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, იტალიასთან 18 იანვარს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და ბუდაპეშტიდან პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.
საქართველო-საბერძნეთის მატჩი ნახეთ ბმულზე
თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტორეპორტაჟი ბუდაპეშტიდან: