საბერძნეთმა ტურისტებში პოპულარულ ორ კუნძულზე კომენდანტის საათი დააწესა

16:42, 05.08.2021

საბერძნეთმა ტურისტებში პოპულარულ ორ კუნძულზე „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაკავებლად, ღამით, კომენდანტის საათი დააწესა. შეზღუდვები ძალაში შევა პარასკევს ამოქმედდება და 15 აგვისტომდე იმოქმედებს.

კერძოდ, კომენდანტის საათი წესდება კუნძულ ზაკინთოსზე, სადაც ბოლო ერთ კვირაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 69%-ით გაიზარდა და კუნძულ კრეტას ქალაქ ხანიაში, სადაც ეს მაჩვენებელი 54%-ით არის გაზრდილი. შეზღუდვების ფარგლებში ასევე იკრძალება მუსიკა გასართობ ღონისძიებებზე.

საბერძნეთში ოთხშაბათს კორონავირუსის 2 856 შემთხვევა აღირიცხა, 16 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი